
ბაიდენი გერმანიას ეწვია
18/10/2024 06:21:54 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც იგი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდება.
Reuters-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ლიდერები, მათ შორის უკრაინის საკითხსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს განიხილავენ.
ბაიდენი გერმანიაში გასულ კვირას უნდა ჩასულიყო თუმცა მან ვიზიტი აშშ–ში სტიქიის გამო გადადო.