Accentnews.ge
ჩინელი ექიმი, რომელმაც კორონავირუსი დეკემბერში დააფიქსირა და დეზინფორმირებაში დასდეს ბრალი, ამავე ვირუსით გარდაიცვალა

ჩინელი ექიმი, რომელმაც კორონავირუსი დეკემბერში დააფიქსირა და დეზინფორმირებაში დასდეს ბრალი, ამავე ვირუსით გარდაიცვალა

06/02/2020 16:18:51 საზოგადოება

ჩინელი ექიმი ლი ვენლიანი, რომელიც კორონავირუსის შესახებ საზოგადოებას 2019 წლის დეკემბერში აფრთხილებდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ჩინელმა ექიმმა ლი ვენლიანგმა კორონავირუსი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააფიქსირა და კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მაშინ დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი, - იუწყება CNN.

მისივე ცნობით, ექიმი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობდა, კლინიკაში 12 იანვარს მოათავსეს ერთ-ერთი ვერსიით, მას ვირუსი პაციენტისგან გადაედო. პირველ თებერვალს დადასტურდა, რომ ექიმს კორონავირუსი ჰქონდა.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 425-ს მიაღწია, ინფიცირებულია 20 000–ზე მეტი ადამიანი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S