
ამინდის 19 –21 ოქტომბრის პროგნოზი
18/10/2024 09:43:08 საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.