Accentnews.ge
ავთო წერეთელი კლინიკაში გადაიყვანეს: "აბაზანაში უგონო მდგომარეობაში ვიპოვეთ"

ავთო წერეთელი კლინიკაში გადაიყვანეს: "აბაზანაში უგონო მდგომარეობაში ვიპოვეთ"

06/02/2020 18:16:50 საზოგადოება

"ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატოს წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი კლინიკაში გადაიყვანეს.

ვატო წერეთლის განცხადებით, მამა აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვა და სასწრაფო გამოიძახა.

„დღეს რომ მოვიდა, მითხრა, უეჭველი მიჭერენო, შემდეგ ამბობდა, ცივი ოფლი მასხამსო, შაქარი გაიზომა და აბაზანაში გავიდა, რამდენიმე წუთში შევედი და უგონოდ იყო. 70 წლის ადამიანს, რომელსაც 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული, სტენდირებები უდევს გულში და დღეში ინსულინის 4 ნემსს უკეთებენ, ყოველდღე საათობით ატარებენ სასამართლოში”, - განაცხადა ვატო წერეთელმა.

ავთო წერეთელი კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი.

წერეთელი მამის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S