
ევროკავშირის ქვეყნები არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების მიზნით ახალი წესების სასწრაფოდ მიღებას ითხოვენ
18/10/2024 12:35:29 მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნები არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების მიზნით ახალი წესების სასწრაფოდ მიღებას ითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის დეკლარაციაში.
ევროკავშირის ლიდერებმა ასევე დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, ებრძოლონ იმიგრაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. "რუსეთს, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, ბოროტად გამოიყენონ ჩვენი ღირებულებები, მათ შორის თავშესაფრის უფლება, და ძირი გამოუთხარონ ჩვენს დემოკრატიებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა არალეგალურ მიგრანტებთან ბრძოლის საკითხში სოლიდარობა გამოუცხადეს პოლონეთს და სხვა ქვეყნებს. სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ „გამონაკლისი სიტუაციები საჭიროებს შესაბამის ზომებს“.