Accentnews.ge
დანიამ უკრაინისთვის 320 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

დანიამ უკრაინისთვის 320 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

18/10/2024 13:42:56 მსოფლიო

დანიის მთავრობამ მოამზადა უკრაინის სამხედრო დახმარების 21-ე პაკეტი 2,4 მილიარდი დანიური კრონის (დაახლოებით 321,8 მილიონი ევრო) ღირებულების, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც საწყობებიდან იარაღის მიწოდებისთვის, ასევე საერთაშორისო მიმწოდებლებისგან მათი შესყიდვისთვის. ამის შესახებ პარასკევს, 18 ოქტომბერს დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს იარაღის მიწოდებას დანიის არმიის საცავებიდან, საჰაერო თავდაცვის სისტემების დაფინანსებას გერმანიასთან თანამშრომლობით და დამატებით კონტრიბუციას უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფონდში, რომელსაც ხელმძღვანელობს დიდი ბრიტანეთი.

გარდა ამისა, ახალი თანხები მოხმარდება უკრაინელი სამხედროების სასწავლო აქტივობების გაფართოებას. ამ მიზნით თანხები გამოყო კანადამაც.

„21-ე დახმარების პაკეტი მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფას უკრაინელების მყისიერი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ამავდროულად მხარს უჭერს დანიის ამბიციებს, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გრძელვადიან განვითარებას“, - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა.

მან დასძინა, რომ დანიის მთავრობა მუშაობს იარაღის, მათ შორის დრონების, პირდაპირ უკრაინის მწარმოებლებისგან შეძენის შესაძლებლობაზე.

დაფინანსება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს დანიის პარლამენტის საფინანსო კომიტეტმა, ნათქვამია მოხსენებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S