Accentnews.ge
„ჰამასი“ სინვარის სიკვდილს ადასტურებს

„ჰამასი“ სინვარის სიკვდილს ადასტურებს

18/10/2024 15:27:43 მსოფლიო

„ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრი ხალილ ალ-ჰაია დაჯგუფების ლიდერის იაჰია სინვარის სიკვდილს ადასტურებს.

ის შურისძიებით დაიმუქრა და თქვა, ისრაელელი მძევლები არ დაბრუნდებიან მანამ, სანამ ღაზაში აგრესია არ დასრულდება და არ მოხდება ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების სრული გაყვანა.

ისრაელმა ხუთშაბათს ღამით გამოაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სამხედროებმა "ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებისა და დაზვერვის სამსახურის შინ ბეთის ცნობით, 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში "ჰამასის" შეჭრისა და ხოცვა-ჟლეტის არქიტექტორი სინვარი ორ ტერორისტთან ერთად რაფაში, სამხრეთ ღაზაში მოკლეს.

ის არ იყო სპეცოპერაციის სამიზნე და ღაზაში რეიდის შედეგად დაწყებული შეტაკების შედეგად მოკლეს. ისრაელელი სამხედროები მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ სამი მოკლული ტერორისტიდან ერთი აშკარად სინვარი იყო, როცა ხუთშაბათს დილით შეტაკების ადგილი დაათვალიერეს.

საბოლოოდ დნმ-ის და სხვა ტესტების საფუძველზე დადასტურდა, რომ ერთ-ერთი მოკლული ის იყო. მას შემდეგ, რაც სინვარის თითის ნაწილი დაჩქარებული ტესტირებისთვის ამოიღეს, ხოლო მისი ცხედარი ისრაელში გადაიტანეს.

ერთობლივ განცხადებაში IDF-მა და შინ ბეთმა განაცხადეს, რომ ისრაელის სამხედრო მოქმედებებმა თანდათან შეზღუდა სინვარის მოქმედების არეალი, რამაც საბოლოოდ ის სიკვდილამდე მიიყვანა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, 162-ე დივიზია და ღაზას დივიზია მოქმედებდნენ იმ ადგილებში, სადაც დაზვერვამ მიუთითა, რომ "ჰამასის" მაღალჩინოსნები იმალებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S