Accentnews.ge
ლატვიამ რუს დიზაინერსა და კომიკოსს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლატვიამ რუს დიზაინერსა და კომიკოსს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

18/10/2024 15:47:14 მსოფლიო

ლატვიამ რუს დიზაინერ არტემ ლებედევს და კომიკოს ვალერი პონომარენკოს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ლატვიაში პერსონა ნონ-გრატად არიან გამოცხადებული.

8 ნოემბერს პონომარენკო ლატვიის ქალაქ დაუგავპილსში უნდა გამოსულიყო პროგრამით „ერთი ყველასათვის“.

მანამდე ლატვიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მომღერალ შამანს, ასევე მომღერალ ნადეჟდა ბაბკინას, ტელეწამყვან ლერა კუდრიავცევას და სხვა რუსებს, რომლებიც საჯაროდ უჭერდნენ მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S