
პუტინი ბრაზილიაში, G20-ის სამიტზე არ გაემგზავრება
18/10/2024 16:37:27 მსოფლიო
კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის არ დაესწრება G20-ის სამიტს ბრაზილიაში, რომელიც რომის სტატუტის მხარეა და მოეთხოვება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნების შესრულება. ამის შესახებ პუტინმა BRICS-ის ქვეყნების ჟურნალისტებთან პარასკევს, 18 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა,- იუწყება რუსული "ინტერფაქსი".
პუტინმა კითხვაზე, ეშინია თუ არა ბრაზილიაში დაპატიმრების ICC-ის ორდერის საფუძველზე, კითხვითვე კითხვით: ”აბა, სპეციალურად მოვალ ამ ფორუმის ნორმალური ფუნქციონირების ჩასაშლელად?”.
„ყველას მშვენივრად გვესმის, რომ ICC რომც გამოვრიცხოთ, ყველა საუბარი მხოლოდ ამაზე იქნება, ფაქტობრივად, შევაფერხებთ G20-ის მუშაობას. და რატომ?" – დაამატა მან.
პუტინმა თქვა, რომ იპოვის ადამიანს, რომელიც „ადეკვატურად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ბრაზილიაში მაღალ დონეზე“.
პუტინი გასულ წელს G20-ის სამიტს ინდოეთში არ დასწრებია.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ ადრე თქვა, რომ მიიწვევდა რუსეთის ლიდერს წლევანდელ სამიტზე. ამასთან ეჭვქვეშ დააყენეს ICC ორდერის მოთხოვნების შესრულება.
ივნისში პუტინი გაემგზავრა მონღოლეთში, რომელიც ასევე რომის სტატუტის მხარეა.