Accentnews.ge
სიბიგა: ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად

სიბიგა: ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად

18/10/2024 19:11:34 მსოფლიო

ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა x-ზე წერს.

„ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად, და დაუყოვნებლივ იმოქმედოს. რუსეთმა აგრესიის სერიოზული ესკალაცია განახორციელა ჩრდილოეთ კორეის ომის მხარედ ჩართვით. ვითხოვთ ევროატლანტიკური საზოგადოებისა და მთელი მსოფლიოს დაუყოვნებლივ და ძლიერ რეაქციას“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, საუკეთესო პასუხი უკრაინის მიერ შემოთავაზებული "გამარჯვების გეგმის" სრული მხარდაჭერა იქნებოდა.

სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ 12 ათასი სამხედრო გაგზავნა რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი იტყობინება.

როგორც ამტკიცებენ, ფხენიანმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ჯარების დისლოკაციის შეცვლა უკვე დაწყებულია. საუბარია ოთხ სამხედრო ბრიგადაზე, მათ შორის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებზე.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ-იოლმა უსაფრთხოების საკითხებზე საგანგებო თათბირი გამართა. მან ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში გაგზავნას უსაფრთხოების სერიოზული საფრთხე უწოდა სამხრეთ კორეისა და მსოფლიო საზოგადოებისთვის.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა უკრაინაში რუსეთის შეჭრაში ჩრდილოეთ კორეის სამხედროების შესაძლო მონაწილეობის შესახებ. გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 11 000 ჯარისკაცი უკვე გადის წვრთნას აღმოსავლეთ რუსეთში და რომ პირველი ქვედანაყოფი კურსკის რეგიონში გასაგზავნად ემზადება. მისივე ინფორმაციით, ეს ძალბი ნოემბერში შესაძლოა, უკრაინაში გადაისროლონ.

ჩრდილოეთი კორეა ღიად უჭერს მხარს მოსკოვს, ამარაგებს საარტილერიო ჭურვებითა და რაკეტებით. ივნისში მოსკოვმა და ფხენიანმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ორმხრივ სამხედრო დახმარებას მესამე ქვეყნის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S