
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა უკრაინასთან სამხედრო ტყვეების გაცვლა ფორმულით, 95-95 -ზე
18/10/2024 19:17:17 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იტყობინება, რომ 18 ოქტომბერს უკრაინასა და რუსეთს შორის მოხდა სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა ფორმულით „95 95-ზე“.
რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, ახლა ყველა ტყვე ბელარუსის ტერიტორიაზეა და მალე რუსეთს გადაეცემა.
გაცვლა არაბთა გაერთიანებული საემიროების შუამავლობით მოხდა, წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
უკრაინას ტყვეების გაცვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.