Accentnews.ge
ამინდის 7-10 თებერვლის პროგნოზი

ამინდის 7-10 თებერვლის პროგნოზი

07/02/2020 05:54:31 საზოგადოება

საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში - თოვლი, ზოგან - ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია სეტყვა და 4-5–ბალიანი შტორმი.

"8-10 თებერვალს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება და ნალექი, – უმეტესად თოვლის სახით. მოსალოდნელმა უხვმა ნალექებმა შესაძლოა, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S