19-10-2024 00:17:20 კავკასია
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებებს თურქეთში, სტამბულში მართავენ. ამის შესახებ რადიო Azatutyun იუწყება.
როგორც ტყობინებიან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ორმხრივი შეთანხმებით შეხვდნენ.
აზერბაჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის "სამშვიდობო ხელშეკრულებისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი" რეგიონული საკონსულტაციო ფორმატის „3+3“ (რეალურად ეს ფორმატი იკრიბება "3+2"-ის რეჟიმში, რადგან საქართველო მასში არ მონაწილეობს რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით) ფარგლებში შედგა.
სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ მირზოიანმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა რეგიონის „განბლოკვის“ მნიშვნელობას ყველა მხარის სუვერენიტეტის პატივისცემით და რომ აზერბაიჯანს შესთავაზეს ნაბიჯები სარკინიგზო მიმოსვლის აღორძინების მიზნით, საზღვრის გადაკვეთის და საბაჟო პროცედურების გამარტივებისთვის და ასევე შესთავაზეს უსაფრთხოების დამატებითი ინსტრუმენტების ამოქმედება „ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის სრული პატივისცემით“. აქ საუბარია დერეფანზე, რომელიც სომხურ რეგიონ სიუნიკზე გადის და აზერბაიჯანს თავის ექსკლავ ნახიჩევანთან აშორებს.
ბოლოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები სექტემბერში შეხვდნენ ერთმანეთს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.
სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო დოკუმენტზე შეთანხმებას ცდილობენ.