Accentnews.ge
G7 ირანს აფრთხილებს, შეწყვიტოს "ჰამასის" და "ჰეზბოლას" მხარდაჭერა

G7 ირანს აფრთხილებს, შეწყვიტოს "ჰამასის" და "ჰეზბოლას" მხარდაჭერა

20/10/2024 12:30:33 მსოფლიო

"დიდი შვიდეულის" (G7) სახელმწიფოები ირანს აფრთხილებენ, შეწყვიტოს "ჰამასის" და "ჰეზბოლას" მხარდაჭერა.

"G7 ირანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს მხარდაჭერის აღმოჩენისკენ "ჰამასის", "ჰეზბოლას", ჰუთების და სხვა არასახელმწიფო ჯგუფებისთვის და სამომავლო ნაბიჯებისგან, რომლებსაც რეგიონის დესტაბილიზაცია და ესკალაციის უკონტროლო პროცესის გამოწვევა შეუძლია", – ნათქვამია "დიდი შვიდეულის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარალელურად, ცალკე გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ "ვაშინგტონი ისურვებდა ისრაელმა შეამციროს ბეირუთზე და მის შემოგარენზე მიტანილი დარტყმების მასშტაბი".

"სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლი ძალიან მაღალია. ჩვენ ვისურვებდით, ისრაელმა შეამციროს ბეირუთში და მის გარშემო მიტანილი ზოგიერთი შეტევის მასშტაბი და ვისურვებდით გადასვლას მოლაპარაკებებზე, რომლებიც ორივე მხარეს სამოქალაქო პირებს მისცემდა სახლებში დაბრუნების საშუალებას", - თქვა ოსტინმა ნეაპოლში გამართული "დიდი შვიდეულის" სამიტის შემდეგ.

"დიდი შვიდეული" (G7) აერთიანებს მდიდარ ქვეყნებს - აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას და იაპონიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S