Accentnews.ge
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობამ კორონავირუსით გარდაცვლილ ჩინელ ექიმს პატივი მიაგო

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობამ კორონავირუსით გარდაცვლილ ჩინელ ექიმს პატივი მიაგო

07/02/2020 07:58:24 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობამ კორონავირუსით გარდაცვლილ ჩინელ ექიმს პატივი მიაგო.

ჩინელმა ექიმმა ლი ვენლიანგმა კორონავირუსი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააფიქსირა და კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მაშინ დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი. ექიმი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობდა, თავად გახდა ვირუსით დაინფიცირებული და იგი გუშინ გარდაიცვალა.

მისი გაფრთხილებიდან ერთი თვის შემდეგ ვირუსს უკვე 25–ზე მეტ ქვეყანაში ებრძვიან.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 636-ს მიაღწია, ინფიცირებულია 30 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 25–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსის 230-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ეჭვით კლინიკაში გუშინ ორი პირი შეიყვანეს, მაგრამ მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S