კორონავირუსის ეჭვით ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს
07/02/2020 08:12:05 საზოგადოება
კორონავირუსის ეჭვით დღეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტებს ანალიზებს აუღებენ და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამირან გამყრელიძემ სკოლებს ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისივე თქმით, საქართველოში ჯერ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ქვეყანა ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 636-ს მიაღწია, ინფიცირებულია 30 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 25–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსის 230-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.


