Accentnews.ge
მარში სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დასრულდა

მარში სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დასრულდა

20/10/2024 17:46:53 საზოგადოება

თბიილისში მარში სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დასრულდა. მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იყო.

მარშის მონაწილეები 17:00 საათიდან თბილისში, 5 სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით გაემართნენ თავისუფლების მოედანზე, სადაც დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა და დაიხურა.

თავისუფლების მოედანზე გაიმართა კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობდნენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იყო. ორგანიზატორების განმარტებით, დღევანდელი შეკრების მიზანი იყო საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერა და პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S