Accentnews.ge
კიევსა და ხარკოვზე მორიგი საჰაერო შეტევა იყო

კიევსა და ხარკოვზე მორიგი საჰაერო შეტევა იყო

21/10/2024 06:45:04 მსოფლიო

უკრაინის დედაქალაქ კიევში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმის გამო გამოცხადებული საჰაერო განგაში.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ათამდე დრონი მოიგერიეს.

ადმინისტრაციის ცნობითვე, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა კიევის დნეპრის, გოლოსეევსკის და სოლომენსკის რაიონებში დააზიანა ორი მრავალბინიანი სახლი და ელექტროკაბელები. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ერთი ადამიანი.

სულ მცირე, 12 ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს ავიაბომბებით შეუტიეს. დანგრეულია ორი კერძო სახლი და დაზიანებულია ათამდე მრავალბინიანი კორპუსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S