![უკრაინის დაზვერვა იუწყება, რომ ბრიანსკის ოლქში რუსი სამხედრო დამნაშავის ლიკვიდაცია განხორციელდა [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/51_cWPFM4c.jpeg)
უკრაინის დაზვერვა იუწყება, რომ ბრიანსკის ოლქში რუსი სამხედრო დამნაშავის ლიკვიდაცია განხორციელდა [ვიდეო]
21/10/2024 07:02:33 მსოფლიო
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, რუსეთში ლიკვიდირებულია საავიაციო ესკადრილიის შტაბის მეთაური დმიტრი გოლენკოვი.
გოლენკოვი ხელმძღვანელობდა ქალაქ კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრ ამსტორის დაბომბვას, რომელსაც 22 მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეეწირა.
"2024 წლის 20 ოქტომბრის დილას რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, სოფელ სუპონევოში იპოვეს ომის დამნაშავის, დმიტრი გოლენკოვის გვამი. მას თავის არეში ბლაგვი საგნით, სავარაუდოდ ჩაქუჩით მრავლობით ჭრილობები აქვს მიყენებული". – წერია დაზვერვის სამსახურის შეტყობონებაში.