ხულოში თოვლმა პრობლემები შექმნა

21-10-2024 12:02:32 რეგიონები

ხულოში, ინტენსიურად თოვს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი მეტრამდე აღწევს, ხოლო დაბალი ზონის სოფლებში 30 სმ-ია.

ხულოს მერიის ცნობით, დილიდან იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები. ცენტრალურ გზაზე გადაადგილება თავისუფალია.

მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

"ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ასევე მეწყრულმა პროცესმა დააზიანა დაბა ხულოს სასმელი წყლის მაგისტრალი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები

მთელი ღამის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ჯამბულატ მელაძის ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო სიტუაციების შტაბი აქტიურად იყვნენ ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში",- აცხადებენ მერიაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები