Accentnews.ge
"რადიო თავისუფლება": "თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავში აგურის ნატეხი ჩაარტყეს, თავდამსხმელი დაკავებულია"

"რადიო თავისუფლება": "თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავში აგურის ნატეხი ჩაარტყეს, თავდამსხმელი დაკავებულია"

21/10/2024 09:51:07 საზოგადოება

20 ოქტომბრის ღამეს თბილისში ტრანსგენდერ ქალს, 32 წლის ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ, – იუწყება "რადიო თავისუფლება". გამოცემის ინფორმაციით, "მას კაცმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი თავში აგურის ნატეხი ჩაარტყა".

შსს–ში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

"შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ნატა ტალიკიშვილი 20 ოქტომბრის ღამესვე გამოიკითხა პოლიციაში.

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს გამოძიება დაიწყო გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ 25 დანაშაულზე. ეს არის ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების ოფიციალური აღრიცხვა. თუმცა, რეალური რიცხვი ამ ტიპის დანაშაულებისა, სავარაუდოდ, უფრო მეტია.

მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გამოუქვეყნებია", – იტყობინება "რადიო თავისუფლება"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S