
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში მართავს შეხვედრებს
21/10/2024 10:05:09 მსოფლიო
საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება.
ორშაბათს, 21 ოქტომბერს, დილით ანკარაში დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს ანდრეი სიბიგასა და თურქეთის ჰაკან ფიდანს შორის.
სიბიგა ასევე გეგმავს შეხვედრებს თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერთან და ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოლაპარაკებების ფოკუსში იქნება ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის-სამრეწველო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში.
ასევე განიხილავენ შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას და შავი ზღვის უსაფრთხოებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმას“, უკრაინის ნატოში ინტეგრაციას და „მშვიდობის ფორმულას“.
გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ეწვევა თავდაცვის ინდუსტრიულ გამოფენას SAHA EXPO 2024, სადაც ცალკე შეხვედრებს გამართავს თურქულ თავდაცვის კომპანიებთან.