
კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროპულ მარშზე ცოტა ხალხი იყო და ტელევიზიებმა "ოცნების" აქციის კადრები გამოიყენეს
21/10/2024 10:34:57 პოლიტიკა, საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ „საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მარშის დროს თავისუფლების მოედანი ხალხით სავსე არ იყო.
მეტიც, მისივე მტკიცებით, კრიტიკულმა ტელევიზიებმა ამ "ჩავარდნის" გადასაფარად ძველი აქციებიდან გამოიყენეს კადრები, მათ შორის, "ქართული ოცნების" აქციის.
"თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისთვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ავრცელებდნენ ძველი აქციების კადრებს, მათ შორის გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები.
როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას და იმ ადგილს ვერ ავსებ, ეს ნიშნავს, რომ არჩევნებზე არავითარი შანსი არ გაქვს [...] თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეთ. აქცია ჩაგივარდათ. ამ მოედნის შევსებას არ სჭირდება დიდი რაოდენობის ხალხი",- ამტკიცებს კობახიძე.
გუშინ 20 ოქტომბერს თბილისში მარში სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართა.