Accentnews.ge
მედვედევი: რუსეთმა დასავლეთი იქამდე უნდა დაასუსტოს, სანამ არ დაიშლება აშშ

მედვედევი: რუსეთმა დასავლეთი იქამდე უნდა დაასუსტოს, სანამ არ დაიშლება აშშ

21/10/2024 11:09:44 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ექს-პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის ამოცანები უცვლელია - „დასავლეთის მაქსიმალური დასუსტება“ და დამცირება, მათ შორის ევროპის“ და ამის შემდეგ „მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - თავად ამერიკის შეერთებული შტატების დაშლა, ან როგორც მინიმუმ ამერიკის სრულფასოვანი საპირწონის შექმნა, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის და ვარშავის ხელშეკრულების არსებობის პერიოდში“.

მედვედევმა მოიშველია რუსი პოეტის, ტიუტჩევის მიერ 1864 წელს ნათქვამი, რომ დასავლეთის სახელმწიფოებისადმი რუსეთის ერთადერთი პოლიტიკა უნდა იყოს არა რომელიმესთან კავშირი, არამედ მათი გაყოფა და განცალკევება, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არ აქვთ რუსეთისადმი მტრობის უნარი.

მედვედევის განცხადებით, გასული 160 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.

"რუსეთმა დასავლეთი იქამდე უნდა დაასუსტოს, სანამ არ დაიშლება აშშ, ან მინიმუმ შეიქმნება შტატების სრულყოფილი საპირწონე ქვეყანა, ისეთი, როგორიც სსრკ იყო",- თქვა მედვედევმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S