
რუსების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა
21/10/2024 13:13:40 მსოფლიო
ორშაბათს დილით ზაპოროჟიეს საცხოვრებელი უბნის რუსული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად დაშავებულთა შესახებ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა.
მისი თქმით, დაიღუპა ორი და დაშავდა 15 ადამიანი.
დაბომბვის შედეგად რეგიონული ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანდა 30-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი.
რუსი სამხედროები ზაპოროჟიეზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.
რუსეთი რეგულარულად ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რასაც თან ახლავს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის.