
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეარჩია
07/02/2020 11:05:41 საშინაო პოლიტიკა
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია.
შოთაძემ 12-დან 11 ხმა მიიღო. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ კანდიდატურას საპროკურორო საბჭო განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.
გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.
მმართველი გუნდი ღიად აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძეს მათი მხარდაჭერა ექნება.
ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.