Accentnews.ge
რუსეთში, ტულაში, სადაც განთავსებულია ქიმიური მრეწველობის ობიექტები, მათ შორის – სინთეტიკური კაუჩუკის ქარხანა, აფეთქებების შესახებ იუწყებიან

რუსეთში, ტულაში, სადაც განთავსებულია ქიმიური მრეწველობის ობიექტები, მათ შორის – სინთეტიკური კაუჩუკის ქარხანა, აფეთქებების შესახებ იუწყებიან

22/10/2024 06:20:36 მსოფლიო

რუსეთში, ტულაში, ქალაქ ეფრემოვში, სადაც განთავსებულია ქიმიური მრეწველობის ობიექტები, მათ შორის – სინთეტიკური კაუჩუკის ქარხანა, აფეთქებების შესახებ იუწყებიან.

ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობების მიხედვით, ღამის ორი საათის შემდეგ ორი აფეთქება მოხდა და ხანძარი ეფრემოვის თბოელექტროსადგურის მახლობლად გაჩნდა.

ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა აფეთქებები იმით ახსნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა „აღკვეთეს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა“.

მისი თქმით, "დაზიანებულია ეფრემოვის სპირტის ქარხნის და სუვოროვის რაიონის დაბა ლუჟკოვის სპირტის ქარხნის შენობები. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა". გუბერნატორს თბოელექტროსადგური არ უხსენებია.

ქალაქ ეფრემოვიდან დაბა ლუჟკოვამდე მანძილი, სულ მცირე, 150 კილომეტრია.

უკრაინას რუსეთის ამ რეგიონზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S