
რუსებმა სუმს დრონებით კვლავ შეუტიეს, არის მსხვერპლი
22/10/2024 06:42:59 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წუხანდელი თავდასხმისას დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.
ადმინისტრაციის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო საოლქო ცენტრის რაიონზე, სადაც კერძო სახლებია განთავსებული. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქში 25 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
სუმის ოლქი ესაზღვრება რუსეთის კურსკის ოლქს, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აგვისტოდან დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია.