Accentnews.ge
სეული ფხენიანის და მოსკოვის ალიანსს "ზომების" შესახებ აფრთხილებს, განიხილება კიევისთვის იარაღის მიწოდებაც

სეული ფხენიანის და მოსკოვის ალიანსს "ზომების" შესახებ აფრთხილებს, განიხილება კიევისთვის იარაღის მიწოდებაც

22/10/2024 09:30:27 მსოფლიო

სეული ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის წინააღმდეგ „ეტაპობრივი ზომების“ შემოღებას აპირებს ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების საპასუხოდ,- იტყობინება სამხრეთ კორეული სააგენტო Yonhap.

შესაძლო საპასუხო ზომები მოიცავს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

„ნებისმიერი იარაღი, იქნება ეს გამოყენებული თავდაცვისთვის თუ თავდასხმისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას მკვლელობისთვის. ჩვენ შეიძლება განვიხილოთ თავდაცვითი, შესაძლოა, შეტევითი იარაღის მიწოდება, თუ სიტუაცია ძალიან შორს წავა“, - თქვა ეროვნული უსაფრთხოების დირექტორის მოადგილე კიმ ტაე-ჰიომ.

„ჩვენი მთავრობა მოითხოვს ჩრდილოეთ კორეის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას და თუ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის არსებული სამხედრო შეთქმულება გაგრძელდება, ჩვენ არ დავრჩებით გვერდზე და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მტკიცედ ვუპასუხებთ ამას“, - დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ეს განცხადება პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა. შეხვედრა მოჰყვა სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობებს, რომ ფხენიანმა გადაწყვიტა, გაეგზავნა დაახლოებით 12000 ჯარისკაცი რუსეთის დასახმარებლად, მათგან 1500 უკვე იმყოფებოდა შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის საწვრთნელ ბაზაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S