
მორიგ რუსულ ქარხანაზე განხორციელდა თავდასხმა
22/10/2024 09:38:59 მსოფლიო
რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმა განხორციელდა სამრეწველო საწარმოზე ღამით. ეს მეოთხე ქარხანაა ბოლო ერთი დღის განმავლობაში, რომელიც შეტევის სამიზნე გახდა.
საწარმო და მდებარეობა გუბერნატორს არ დაუზუსტებია.
მისი მტკიცებით, დრონი ჩამოაგდეს, თუმცა ჩამოგდებული დრონი საწარმოს ობიექტზე დაეცა, რასაც "მცირე ხანძარი" მოჰყვა. ამ "მცირე" ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.
ღამით და დილით, ტულასა და ტამბოვის რეგიონების გუბერნატორებმა განაცხადეს, რომ უკრაინული დრონებით ქარხნებზე განხორციელდა შეტევები. შედეგების შესახებ არ იტყობინებიან.