
სტრასბურგის სასამართლო – რუსეთში მიღებულ "აგენტების კანონზე": "კანონმდებლობის მიზანია დასჯა და დაშინება"
22/10/2024 09:57:18 მსოფლიო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთში მოქმედ "აგენტების კანონზე" [„კობალინა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”] გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონმდებლობის მიზანია დასჯა და დაშინება და არა გამჭვირვალობის, ან კანონიერების რაიმე სავარაუდო საჭიროების მოგვარება.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ კანონით ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 (სიტყვის თავისუფლება); მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მუხლების დარღვევა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ეს კანონმდებლობა არის მასტიგმატიზებელი, შეცდომაში შემყვანი და გამოიყენება ზედმეტად ფართო, არაპროგნოზირებადი გზით.