Accentnews.ge
უკრაინამ და საფრანგეთმა 200 მილიონიანი საგრანტო ხელშეკრულება გააფორმეს

უკრაინამ და საფრანგეთმა 200 მილიონიანი საგრანტო ხელშეკრულება გააფორმეს

22/10/2024 10:14:53 მსოფლიო

უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და საფრანგეთის ელჩმა უკრაინაში გაელ ვეისიერმა ხელი მოაწერეს 200 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებას უკრაინის ეკონომიკის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და პრიორიტეტული სექტორების აღდგენისა და მხარდაჭერისთვის.

„ამ თანხების 50%-მდე მოხმარდება უკრაინული საქონლისა და მომსახურების პროექტებს. ეს პროექტები განხორციელდება ფრანგულ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას და ამჟამად ჩვენს ქვეყანაში 25 000 ადამიანს ასაქმებენ“, - განაცხადა იულია სვირიდენკომ.

ძირითადი სექტორები, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას, არის ჯანდაცვა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება და სანიტარული, განაღმვითი სამუშაოები, ციფრული ტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა და საცხოვრებელი ფართები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S