„ჩემი ხმა ევროკავშირს“ 26-27 ოქტომბერს თბილისში საზეიმო მსვლელობას აანონსებს

22-10-2024 15:27:15 საზოგადოება

კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირს“ 26-27 ოქტომბერს თბილისში საზეიმო მსვლელობას აანონსებს.

"დღეს, 16:00 საათზე, კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირს“ თბილისის მერიას განცხადებით მიმართავს და აცნობებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის 20 საათიდან 27 ოქტომბრის 24 საათამდე, თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გეგმავს საზეიმო მსვლელობასა და შეკრებას. მსვლელობისა და შეკრების მიზანია ქართველმა ხალხმა ერთად ვიზეიმოთ საქართველოს მიერ გაკეთებული ევროპული არჩევანი. მსგავსი შეტყობინება წარედგინება ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდით თვითმმართველობის ორგანოებსაც",– აცხადებენ კოალიციაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება. პარლამენტი პირველად აირჩევა სრულად პროპორციული წესით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები