ევროკავშირი უკრაინაზე 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს გასცემს რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის სანაცვლოდ

22-10-2024 17:13:45 მსოფლიო

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირის 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი უკრაინისთვის, რომლის დაფარვაც რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული თანხით განხორციელდება.

ამ გადაწყვეტილებას მხარი 518-მა ევროპელმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 56 წავიდა, ხოლო 61-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

თანხები 2025 წლის ბოლომდე გამოიყოფა.

„ამ კენჭისყრით ჩვენ ვაგზავნით ძლიერ სიგნალს - რომ ჩვენ ვიყენებთ რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთმა, როგორც აგრესორმა ქვეყანამ, უნდა გადაიხადოს და გადაიხდის“, - თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

ეს სესხი არის G7 ქვეყნების ინიციატივის ნაწილი, უკრაინა 50 მილიარდ დოლარამდე (დაახლოებით 45 მილიარდი ევრო) ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყონ.

საბოლოო თანხა, რომელსაც ევროკავშირი გასესხებს, შეიძლება იყოს ნაკლები, იმისდა მიხედვით, თუ რა წვლილს შეიტანენ G7-ის სხვა ქვეყნები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები