ისრაელის შვიდ მოქალაქეს ირანის დაზვერვასთან თანამშრომლობა დასდეს ბრალად

22-10-2024 17:27:26 მსოფლიო

ისრაელის შვიდ მოქალაქეს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს ირანის დაზვერვისთვის მუშაობაში დასდეს ბრალი.

ბრალდებულები არიან აზერბაიჯანული წარმომავლობის, თუმცა ქალაქ ჰაიფას და ისრაელის სხვა ჩრდილოეთ რეგიონების მაცხოვრებლები.

გამომძიებლების თქმით, ისინი ასრულებდნენ თავიანთი კურატორების დავალებებს, მათ შორის იყო ინფორმაციის შეგროვება და ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზების გადაღება. მათ შორის იყო გოლანის ბაზა, რომელიც ახლახანს გახდა შეტევის სამიზნე და სხვა სტრატეგიული ობიექტები.

გამოძიება ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა. გამოვლინდა, რომ ბრალდებულებმა ირანის სადაზვერვო სტრუქტურისთვის 600-მდე დავალება შეასრულეს. ბრალდებულებმა, სავარაუდოდ, ასობით ათასი დოლარი მიიღეს თავიანთი საქმიანობისთვის, მათ შორის კრიპტოვალუტაში.

ბრალდებულები სექტემბერში დააკავეს. დაკავებამდე, როგორც იუწყებიან, ზოგიერთი მათგანი აგრძელებდა ირანთან თანამშრომლობას ღაზას სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისა და ჩრდილოეთ ლიბანში პროირანულ შიიტურ დაჯგუფება "ჰეზბოლასთან" კონფლიქტის გამწვავების ფონზე.

პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საქმე, რომელიც ბოლო წლებში გამოიძია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები