
ევროკავშირი: „მნიშვნელოვანია, უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული“
07/02/2020 14:40:46 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, – ამის შესახებ „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ ევროკავშირის მეოთხე ანგარიშშია ნათქვამი.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად უნდა წარიმართოს“, – ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისთვის: ევროკავშირის ანგარიში არ მოიცავს 2019 წლის ნოემბერ–დეკემბრის პერიოდს - სწორედ ამ პერიოდში მოხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა და დამტკიცება. პარლამენტმა 12 დეკემბერს უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატი იმგვარად, რომ სრულად ვენეციის კომისიის მხოლოდ ერთი რეკომენდაცია (უნდა გადაიხედოს მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა ჩააბარონ საკვალიფიკაციო გამოცდები) გაიზიარა.