Accentnews.ge
ზელენსკი - ჩრდილოეთ კორეის სამხედროებზე: ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას და მნიშვნელოვანია, პარტნიორებიც არ დაემალონ მას

ზელენსკი - ჩრდილოეთ კორეის სამხედროებზე: ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას და მნიშვნელოვანია, პარტნიორებიც არ დაემალონ მას

22/10/2024 18:48:52 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების სავარაუდო მომზადების შესახებ ომში რუსეთის მხარეს მონაწილეობის მისაღებად, რაზეც მან და სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ადრე განაცხადეს.

„იყო რამდენიმე ცნობა მთავარსარდალ [ალექსანდრ] სირსკისგან ჩვენს ფრონტზე არსებული სიტუაციისა და უახლოესი მომავლის პერსპექტივების შესახებ. კერძოდ, გვაქვს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეიდან სამხედროების ორი შენაერთის მომზადების შესახებ - შესაძლოა, 6 ათასი კაციანი ორი ბრიგადაც კი. და ეს გამოწვევაა“, - ციტირებს ზელენსკის Interfax-Ukraine.

ფხენიანის მიერ 12 ათასი ჯარისკაცის რუსეთში გაგზავნის შესახებ მანამდე სამხრეთ კორეის დაზვერვამ გამოაცხადა.

„მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. და მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები არ დაემალონ ამ გამოწვევას - ყველა პარტნიორი“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S