Accentnews.ge
ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი ყაზანში შეხვდნენ ერთმანეთს

ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი ყაზანში შეხვდნენ ერთმანეთს

22/10/2024 19:25:23 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყაზანში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს.

როგორც იუწყებიან, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა ორივე ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრაზე დიდხანს იმსჯელეს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ასევე გაცვალეს მოსაზრებები დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაზე.

შპესკოვმა თქვა ისიც, რომ ისაუბრეს „‘კოლექტიურ დასავლეთთან" ურთიერთობებზე, რადგან "ირღვევა როგორც ჩვენი, ასევე ჩინეთის ინტერესები“.

ჩინეთის ლიდერმა თქვა, რომ ჩინეთ-რუსეთის კავშირებმა „მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო თანასწორობისა და სამართლიანობის შენარჩუნებაში“.

„მსოფლიო განიცდის უკანასკნელ ასწლეულში არნახულ ღრმა ცვლილებებს და საერთაშორისო სიტუაცია ქაოსურია“, - განუცხადა სი ძინპინმა ვლადიმირ პუტინს და დასძინა, რომ იგი აფასებს მათ ქვეყნებს შორის „ღრმა მეგობრობას“.

პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი აპირებს პეკინთან კოორდინაციის შემდგომ გაძლიერებას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთ-ჩინეთის "ურთიერთობები არ არის ოპორტუნისტული ხასიათის და ის იქცა იმის მოდელად, თუ როგორ უნდა მოეწყოს ურთიერთქმედება თანამედროვე სამყაროში".

დასავლური მედიის ცნობით, უკრაინის ომის დროს ჩინეთი გახდა რუსეთის მთავარი მიმწოდებელი სხვადასხვა იარაღისთვის საჭირო პროდუქციის, მათ შორის რაკეტებისთვის. მაგალითად, Financial Times წერდა, რომ 2023 წელს რუსეთის მიერ იმპორტირებული ჩიპების 90% ჩინეთიდან იყო და გამოყენებულ იქნა რაკეტების, ტანკებისა და დრონების წარმოებაში. გასული წლის ბოლო კვარტალში, ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში გამოყენებული ჩარხების 70% იმპორტირებული იყო ჩინეთიდან.

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არ აწვდის იარაღს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის არცერთ მხარეს, რომელსაც ისინი "უკრაინის კრიზისს" უწოდებენ.

პეკინს აკრიტიკებენ მოსკოვთან კავშირისა და უარის გამო, დაგმოს რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S