Accentnews.ge
მერია – ზღვისუბნის პარკზე: მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება

მერია – ზღვისუბნის პარკზე: მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება

23/10/2024 07:46:35 საზოგადოება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის აცხადებს, რომ ზღვისუბნის პარკში, ფერდზე წყლის ცენტრალური მილის დაზიანდა.

„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.

შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფეისბუქ–გვერდმა „ჩემი ქალაქი მკლავს“ წუხელ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ თემქაში ახალგახსნილ სკვერში საფეხმავლო ბილიკზე წყალი და ტალახია ჩამოსული.

ზღვისუბნის საქალაქო პარკი ოფიციალურად 20 ოქტომბერს გაიხსნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S