Accentnews.ge
გაერო–ს გენმდივანი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად რუსეთში ჩავიდა

გაერო–ს გენმდივანი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად რუსეთში ჩავიდა

23/10/2024 08:48:14 მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი BRICS–ის მე-16 სამიტს მასპინძლობს.

ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ შექმნილი გაერთიანების ლიდერთა სამიტი 22 ოქტომბერს გაიხსნა და 24 ოქტომბერს დასრულდება.

რუსული მედიის ცნობით, სამიტში მონაწილეობისთვის ყაზანში ჩასულ ანტონიუ გუტიერეშს აეროპორტში დახვდა თათრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ფარიდ მუხამეტშინი.

სამიტს BRICS–ის წევრი ქვეყნების ლიდერების გარდა, ესწრება ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მეთაურიც, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S