Accentnews.ge
საქართველოს სამ მოქალაქეს ჩინეთიდან 9 თებერვალს დააბრუნებენ

საქართველოს სამ მოქალაქეს ჩინეთიდან 9 თებერვალს დააბრუნებენ

07/02/2020 16:16:54 საზოგადოება

საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის გამო ქვეყანაში ვერ ბრუნდებოდა, სამშობლოში 9 თებერვალს ჩამოვა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ამჟამად ქალაქ იანგჰოუში იმყოფებიან. მისივე ცნობით, ტრანსპორტირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 636-ს მიაღწია, ინფიცირებულია 30 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 25–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსის 230-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ეჭვით ჩინეთის 2 მოქალაქე იმყოფება, მათი ანალიზის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S