Accentnews.ge
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს დაინიშნა

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს დაინიშნა

23/10/2024 11:26:38 მსოფლიო

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს გაიმართება. გადაწყვეტილება წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე მიიღეს.

საპრეზიდენტო არჩევნები იქნება პირველი კენჭისყრა მას შემდეგ, რაც 2020 წლის არჩევნებს მასობრივი მღელვარება მოჰყვა. ოპოზიცია და დასავლეთის ბევრი ქვეყნის მთავრობები არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს.

26 იანვრის კენჭისყრა ასევე პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა და რასაც ქვეყნის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკოც უჭერდა მხარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S