Accentnews.ge
კორონავირუსი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ჩინეთის არც ერთ  მოქალაქეს არ აღმოაჩნდა

კორონავირუსი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ჩინეთის არც ერთ მოქალაქეს არ აღმოაჩნდა

07/02/2020 17:02:06 საზოგადოება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილ ჩინეთის ორ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად კლინიკაში კორანავირუსის ეჭვით არც ერთი პაციენტი არ იმყოფება.

რაც შეეხება კიდევ ერთ ჩინელ მამაკაცს, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობს, მას “ბ” ტიპის გრიპი აქვს.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 636-ს მიაღწია, ინფიცირებულია 30 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 25–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსის 230-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S