![სად იცხოვრებს სააკაშვილების ოჯახი უკრაინაში [ფოტო]](https://accentnews.ge/storage/files/1247.jpg)
სად იცხოვრებს სააკაშვილების ოჯახი უკრაინაში [ფოტო]
30/05/2019 16:44:39 სხვა, მსოფლიო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი 29 მაისს უკრაინაში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი კიევის ერთ–ერთ გარეუბანში აშენებულ პატარა სახლში იცხოვრებს.
როგორც სააკაშვილმა "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ამ სახლს იგი სამი წლის განმავლობაში იშენებდა და მშენებლობა მისი უკრაინაში დაბრუნების დღეს – 29 მაისს დასრულდა.
„ამ პატარა სახლის მშენებლობა დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყეთ. მაშინ ვფიქრობდი, რომ მაქსიმუმ, სამ თვეში დასრულდებოდა: თავადაც ნახეთ, ერთი ბეწოა, რა იყო აქ ასაშენებელი?! მაგარამ ეს ახალი უკრაინის მშენებლობასავით გამოვიდა. გრძელდებოდა და გრძელდებოდა, ხან მასალებს მპარავდნენ, ხან მატყუებდნენ, 100–ჯერ მოგვიწია გადაკეთება, მე კი დრო არ მქონდა, ვერ ვიცლიდი, მოკლედ, სამი თვის ნაცვლად სამი წელი გაგრძელდა ეს წვალება და როგორც იქნა, დასრულდა სწორედ იმ დღეს, როდესაც უკრაინაში დავბრუნდი“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის: სააკაშვილს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მოქალაქეობა დაუბრუნდა. ის ამჟამად უკრაინაში იმყოფება.