Accentnews.ge
კირბი: თუ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინაში იბრძოლებენ, ისინი ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევიან

კირბი: თუ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინაში იბრძოლებენ, ისინი ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევიან

23/10/2024 19:23:16 მსოფლიო

თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთში მყოფი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან, ისინი ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევიან.

„ჯერჯერობით არ ვიცით, იბრძოლებენ თუ არა ეს ჯარისკაცები რუსეთის არმიის მხარდამხარ, მაგრამ ამის შესაძლებლობა დიდ შეშფოთებას იწვევს“, დასძინა მან.

მისი ცნობით, რომ აშშ-ის შეფასებით, რუსეთში ამჟამად ჩრდილოეთ კორეის მინიმუმ 3 ათასი ჯარისკაცი იმყოფება. ისინი ზღვით ჩაიყვანეს ვლადივოსტოკში ოქტომბრის დასაწყისში და აღმოსავლეთ რუსეთში გაანაწილეს საწვრთნელ პოლიგონებზე.

მოსკოვი თავს არიდებს ამ საკითხზე კომენტარებს, ფხენიანმა კი ადრე უარყო მისი სამხედროების ყოფნა რუსეთში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S