
ნონიაშვილი: ჩემთან, სახლში ჩხრეკა- ამოღება მიმდინარეობს
24/10/2024 06:40:57 საზოგადოება
ოპოზიციონერი გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ მის სახლში პოლიციელები ჩხრეკას აწარმოებენ.
მისი თქმით, საფუძველი ამერიკულ ორგანიზაცია "ატლანტიკურ საბჭოსთან" დაკავშირებით მისთვის უცნობი გამოძიების მიმდინარეობაა, რომლის თანამშრომელიც მისი მეუღლეა.
"ჩემთან, სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა- ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი - ბავშვის ლეპტოპიც, ჩემიც.საფუძველი - Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა. სოფო გელავაა",- წერს სოციალურ ქსელში ნონიაშვილი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს "ატლანტიკური საბჭოს" კიდევ ერთ ქართველ თანამშრომელთად.
მიმდინარე გამოძიების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.