Accentnews.ge
რუსეთმა კიევზე იერიში კვლავ მიიტანა

რუსეთმა კიევზე იერიში კვლავ მიიტანა

24/10/2024 06:41:33 მსოფლიო

რუსეთმა კიევზე იერიში კვლავ მიიტანა. შუაღამის შემდეგ უკრაინის დედაქალაქში სამჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომელიც საერთო ჯამში, თითქმის ექვს საათს გაგრძელდა.

საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის გარშემო ათამდე უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს. ადმინისტრაციას არ მიუღია ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ოქტომბრის დასაწყისიდან კიევზე 14 საჰაერო შეტევა იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S