
ჩხრეკა ტარდება „ატლანტიკური საბჭოს“ კიდევ ერთი თანამშრომლის ეთო ბუზიაშვილის სახლშიც
24/10/2024 08:07:36 საზოგადოება
ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ კიდევ ერთი თანამშრომლის ეთო ბუზიაშვილის სახლში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
ფინანსური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან ორგანიზაციის კიდევ ერთი თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში. ინფორმაცია სოფო გელავას ქმარმა, პარტია „ფედერალისტების“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა გაავრცელა.
„ფედერალისტების“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ გამომძიებლების თქმით საქმე უკავშირდება „ატლანტიკური საბჭოს კონტრაქტორ კომპანიას“.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ამავე პერიოდში თბილისში რამდენიმე ადგილას ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ჯერ უცნობია, რაიმე კავშირი თუ არის ამ საქმეებს შორის.