Accentnews.ge
გომელაური: "თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია, გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც, 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე"

გომელაური: "თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია, გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც, 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე"

24/10/2024 10:10:45 პოლიტიკა, სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 2021 წელს პირადად გააუქმა 2015 წლის ბრძანება და "დასაშვები გახადა ერთდროულად გაზის, წყლის და სხვა სპეცსაშუალებების გამოყენება, თუ ხდება შტურმი და შეტევა".

"ეს ბრძანება გამოცემული იყო 2015 წელს, რომელიც შეიცვალა 2021 - გამოვიყენეთ პრაქტიკა ევროპული ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ქვეყნების, სადაც ჩვეულებრივად შეგიძლია გამოიყენო. სპეცრაზმს არ შეუძლია გამოიყენოს თუ არიან პატარა ბავშვები, არასრულწლოვანები, ფეხმძიმე ქალები და ა.შ. თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე პირადად. ახალ ბრძანებაში წერია, რომ გაუქმებულია წინა 2015 წლის ბრძანება და შეიძლება გამოიყენო ერთდროულად წყალი და გაზი და არა მარტო ეს - ევროპაში იყენებენ საპოლიციო ძაღლებსაც აქციის დასაშლელად. ბოდიში ახლა და ცოცხლად წვავდნენ, პოლიციელებს თავები დაუტეხეს და ეგ შეიძლებოდა?!“.- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისი ქმით, გამოსაკვლევი და გამოსაძიებელია, რამდენად ავთენტურია ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მედიის მიერ გავრცელდა.

„ავთენტური იყო თუ არა ეს ჩანაწერი, საკითხავია და ალბათ, გამოსაძიებელია და სანახავია, ნამდვილი იყო თუ არა, აწყობილი იყო თუ არა. მივხედავთ მაგასაც", – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: "ტვ პირველის“ ცნობით, მოიპოვეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების დროს შსს წყლის ჭავლში ცრემლმდენ გაზს ურევდა. მოგვიანებით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ მსგავსი რამ შს მინისტრის ბრძანებითვე იყო აკრძალული. ორგანიზაციამ მოუწოდა უწყებას, მიეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია, შეიცვალა თუ არა ნორმა, რომელიც სამართალდამცავს უკრძალავდა აქტიური სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის და ცრემლმდენი გაზის, ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S