Accentnews.ge
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში დაკავებების სერია გრძელდება

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში დაკავებების სერია გრძელდება

24/10/2024 12:25:04 მსოფლიო

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში მაღალშინოსნების დაკავებების სერია გრძელდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვანახშირის საბადოების ლიკვიდაციისას განხორციელებული თაღლითობის საქმეზე დღეს მინისტრის მოადგილე სერგეი მოჩალნიკოვიც დააკავეს.

ირკვევა, რომ მოჩალნიკოვი ენერგეტიკის ექს-მინისტრ ანატოლი იანოვსკის სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია, თავად იანოვსკი კი დღეს დილით დააკავეს.

მოჩალნიკოვმა მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2022 წლის აპრილში დაიკავა და როგორც ნახშირის მრეწველობას, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტს კურირებდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

მის გარდა, დაკავებულია სამინისტროს კიდევ 4 მაღალჩინოსანი, რომელთაც თაღლითობა ედებათ ბრალად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S